იდენტიფიკაციის პირობები

განაცხადის შეფასებისა და დამუშავების მიზნით მომხმარებელი თანახმაა, რომ შპს „მისტერ ლოუნ.ჯი“-მ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზის მეშვეობით გადაამოწმოს და მიიღოს ორგანიზაციისათვის საჭირო მოცულობის მომხმარებლის პერსონალური მონაცემები. აღნიშნულზე მომხმარებლის ნების დადასტურებას წარმოადგენს მომხმარებლის მიერ შპს „მისტერ მოუნ.ჯი“-ს ანგარიშზე სიმბოლური თანხის 0.01 ლარის გადარიცხვა.

ამასთან ერთად, მომხმარებლის წერილობით თანხმობად მიიჩნევა შპს „მისტერ ლოუნ.ჯი“-სა და მომხმარებელს შორის დადებული ხელშეკრულება, რომელიც იდება მატერიალური ან კანონმდებლობით დაშვებული ელექტრონული ფორმით. აღნიშნულზე ხელის მოწერით, მომხმარებელი თანხმობას აცხადებს შპს „მისტერ ლოუნ.ჯი“-ს მიერ პერსონალური მონაცემების გადამოწმებაზე, რის საფუძველზეც, შპს „მისტერ ლოუნ.ჯი“-ს ენიჭება მომხმარებლის მიერ მითითებული ნებისმიერი სახის ინფორმაციის გადამოწმების უვადო უფლება, მათ შორის პერსონალური მონაცემებისაც, რომელიც შეიძლება გადამოწმდეს ან მოძიებულ იქნას საჯარო რეესტრის სააგენტოს მონაცემთა ან/და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ან/და სს „კრედიტინფო საქართველოს“ მონაცემთა ბაზაში და ა.შ.

შპს „მისტერ ლოუნ.ჯი“-ისათვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება ან/და იდენტიფიკაციის პროცესის არასათანადო დასრულება შესაძლოა განაცხადზე უარის თქმის საფუძველი გახდეს, რასაც აცნობიერებს მომხმარებელი და თანხმობას აცხადებს ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების და ნივთის ქირავნობის ხელშეკრულების დასტურთან ერთად. ასეთ შემთხვევებში, შპს „მისტერ ლოუნ.ჯი“ უფლებას იტოვებს არ დაასაბუთოს და არ განმარტოს აღნიშნული უარის მიზეზი.