როგორ მუშაობს

განაცხადი

ჩვენ შევიძენთ თქვენს საკუთრებაში არსებულ მობილურ ტელეფონს გამოსყიდვის უფლებით, რომელიც ქირით სარგებლობაში გადმოგეცემათ განაცხადში არჩეული ვადით. ვადის გასვლის შემდეგ, შესაძლებლობა გექნებათ გამოისყიდოთ ტელეფონი, გააგრძელოთ გამოსყიდვის და ქირავნობის ვადა ან ჩაგვაბაროთ. გაითვალისწინეთ, რომ მობილური ტელეფონის ჩაბარება დაშვებულია მხოლოდ ორიგინალური ქარხნული ყუთით და ქირავნობის ფასის გადახდის შემდეგ. 

აირჩიეთ თქვენი მობილური ტელეფონის ნასყიდობის ფასი, გამოსყიდვის და ქირავნობის ვადა. შეავსეთ ნივთის ნასყიდობის და ქირავნობის განაცხადი.

შეავსეთ მხოლოდ თქვენი ნამდვილი მონაცემები. აუცილებლად გაეცანით პირობებს. გაიარეთ აქტივაცია.

ხელი მოაწერეთ ნასყიდობის და ქირავნობის ხელშეკრულებებს, ისევე როგორც თანხმობას მონაცემების დამუშავების თაობაზე. ხელის მოწერა ხდება კოდის მეშვეობით, რომელიც იგზავნება განაცხადში მითითებულ თქვენი მობილური ტელეფონის ნომერზე. 

აუცილებელია გაიაროთ იდენტიფიკაცია. ამისათვის, პირადი საბანკო ანგარიშიდან ჩვენს ანგარიშზე გადმორიცხეთ 0.01 ლარი. 0.01 ლარის გადმორიცხვა შეგიძლიათ ინტერნეტ ბანკიდან ან ბანკის ფილიალიდან. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ იდენტიფიკაციისთვის 0.01 ლარის გადმორიცხვა დაშვებულია მხოლოდ საქართველოს ბანკიდან და თიბისი ბანკიდან.

თანხის მიღება

განაცხადის დამტკიცების შემდეგ თანხა გადმოგერიცხებათ საბანკო ანგარიშზე.

გამოსყიდვა

გამოსყიდვა შესაძლებელია ALMAL-ის საბანკო ანგარიშზე თანხის გადარიცხვით, როგორც ინტერნეტ ბანკიდან, ასევე ბანკის ფილიალიდან.

ვადის გაგრძელება

თქვენ შეგიძლიათ გააგრძელოთ გამოსყიდვის და ქირავნობის ვადა. დეტალები იხილეთ პირობებში.

 

ჩვენი საბანკო ანგარიშები:

 

საქართველოს ბანკი       

ბანკის კოდი: BAGAGE22       

ანგარიშის ნომერი: GE44BG0000000669281200

 

თიბისი ბანკი

ბანკის კოდი: TBCBGE22       

ანგარიშის ნომერი: GE43TB7752136020100001

 

სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი 10:00 - 19:00